ანჯელინა ჯოლიმ, ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს, „შატო მირაველის“ საქმეში სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ ჯოლის ადვოკატმა, პოლ მერფიმ Entertainment Tonight-ს განუცხადა. ბრედმა სასამართლო ვერდიქტის გასაჩივრება რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ცნობილია ჯოლიმ თავისი წილი რუს ოლიგარქს, იური შიფლერს მიჰყიდა, სწორედ ეს საკითხი გახდა პიტის პროტესტის მიზეზი.
„ანჯელინა ჯოლის იმედი აქვს, რომ ბრედი შეწყვეტს მასზე თავდასხმებს, ჯოლის ის სულაც არ ეზიზღება, პირიქით, მას სურს პიტი მათ ოჯახს ამხელა სტრესის შემდეგ, ჰარმონიის მოპოვებაში დაეხმაროს“, – აცხადებს ჯოლის წარმომადგენელი.
შეგახსენეთ „შატო მირაველი“ წყვილმა ერთად, 2008 წელს 28,4 მილიონ დოლარად შეიძინა. იქ გაიმართა მათი ქორწილიც.