თანამედროვე კინემატოგრაფიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება წარმატებული ფილმების ახალი ვერსიები. ამჯერად საუბარია ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ შესახებ. სერიალში მთავარ როლებს „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი და მსახიობი დონალდ გლოვერი და ფიბი უოლერ ბრიჯი შეასრულებენ.
ცნობისთვის, ფილმი 2005 წელს გამოვიდა, მასში მონაწილეობა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მიიღეს. სწორედ აღნიშნული ფილმის გადასაღებ მოედანზე დაიწყო მათი თავბრუდამხვევი რომანი, რომელიც მალე მათი ქორწინებით დაგვირგვინდა.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ „ბრანჯელინას“ წყვილის შემდეგ ახალი სმიტების წარმოდგენა არც თუ ისე მარტივია, თუმცა ვნახოთ, ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია. „ამაზონის“ ახალ შოუს მაყურებელი 2022 წელს იხილავს.