LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოკოვიჩმა კორონავირუსის წამალზე მომუშავე კომპანია იყიდა

65
1-Serbian-tennis-player-Djokovic-arrives-in-Belgrade-after-losing-Australia-court-appeal-against-visa

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დანიური ბიოტექნოლოგიური კომპანია QuantBioRes-ის აქციების 80% შეიძინა, რომელიც კოვის 19-ის საწინააღმდეგო წამლებს აწარმოებს.

გარიგების სშესახებ QuantBioRes-ის ხელმძღვანელმა ივან ლონკარევიჩმა აცნობა. მისი თქმით, ინვესტიცია 2020 წლის ივნისში განხროციელდა, მაგრამ ლონკარევიჩმა თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

კომპანია მუშაობს კორონავირუსის მკურნალობაზე და არა ვაქცინაზე. QuantBioRes შეიმუშავებს ისეთ პრეპარატს, რაც კორონავირუსისგან დაინფიცირებას უშლის ხელს. კომპანიაში 11 მკვლევარი მუშაობს დანიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან.

პრეპარატის კლინიკურ ცდებს ზაფხულში დიდ ბრიტანეთში დაიწყებენ.

კომპანიის რეესტრის მიხედვით, ჯოკოვიჩს და მის ცოლს ელენეს 40.8% და 39.2% ეკუთვნით. მსოფლიოს პირველი ჩოგანის წარმომადგენელმა Reuters-ის თხოვნას კომენტარზე არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები