LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოკოვიჩი, ჰემილტონი და მბაპე “წლის სპორტსმენის” ტიტულისთვის იბრძოლებენ

hgjh

სპორტის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პრემია Laureus World Sports Awards-მა ნომინანტების სია გამოაქვეყნა დაწყებული “წლის სპორტსმენით” და დასრულებული “წლის ქამბექით”.

18 თებერვალს მონაკოში წლის სპორტსმენი ამ მომაკვდინებელი სიიდან ერთ-ერთი გახდება: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ლუის ჰემილტონი, ლებრონ ჯეიმსი, კილიან მბაპე და ლუკა მოდრიჩი.

ქალებს შორის წარდგენილი არიან ჩოგბურთელები სიმონა ჰალეპი და ანჟელიკ კერბერი. “წლის გუნდის” კატეგორიაში შეებრძოლებიან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები და 2018 წლის ევროპის ჩემპიონი “რეალ მადრიდი”.

ნომინაციაში არ არის როჯერ ფედერერი, თუმცა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 5-ჯერ გაიმარჯვა “წლის სპორტსმენის” კატეგორიაში, რაც პრემიის რეკორდია.

ის 1999 წელს დაწესდა.