LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯობია, დაიკეტოს ობიექტები და კომპენსაციის სახით გარკვეული თანხები გადაეცეთ თანამშრომლებს: დავით გადელია

104
gadeliaa0022

“რუთავი 2”-ის დღის ეთერში, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ ეპიდსიტუაციასა და გამოსავალზე ისაუბრა.

“გაზაფხულზე ვამაყობდი ჩვენი მოქალაქეებით, მაგრამ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ახლა. მესმის, რომ აკრიტიკებენ მთავრობას, მედიცინას მაგრამ არ შეიძლება იყოს ხალხი ყოველთვის მართალი და მხოლოდ მთავრობა დამნაშავე.
ჩვენი მოთხოვნები ყოველთვის მაქსიმალურია. არ უნდა მოწიოთ, არ უნდა დალიოთ, მაგრამ ამას ხომ არავინ აკეთებს. ეს თქვენ უნდა გსურდეთ”, – აღნიშნა გადელიამ.

რაც შეეხება ობიექტების დაკეტვას. მისი თქმით, სჯობს დაიკეტოს ობიექტები და კომპენსაციის სახით თანამშრომლებს თანხები გადაეცეთ, ვიდრე ორმაგად იხარჯებოდეს თითოეულ პაციენტზე.

დავით გადელიამ იმ პაციენტებზეც ისაუბრა, ვისაც მნიშვნელოვნად არ ესაჭიროებათ კლინიკაში ყოფნა და რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. მისი თქმით, თუ არსებულ საწოლფონდს და სასტუმროებს გამოვიყენებთ, დღევანდელ ვითარებას შესაძლებელია გავუმკლავდეთ და საველე ჰოსპიტალები აღარ დაგვჭირდეს.

“ნუ შექმნით ხალხმრავალ ადგილებს. სტუმრობისგანაც თავი შეიკავეთ. ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი რესურსი აღარ გვეყოფა. მაშინ ყოველი მეორე მოქალაქე უნდა გახდეს სამედიცინო პერსონალი და ყოველ მეოთხე-მეხუთე სახლში უნდა საავადმყოფო გავაკეთოთ”.

მისი რჩევით, არცერთი წამალი არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ტელევიზორიდან გაგებულით. აუცილებლად უნდა გააკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები. წოლის დროს 15 წუთი დღეში, ოთხჯერ გულაღმა წოლა მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები