ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიის განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა, 105 და 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.
უწყებაში განმარტავენ, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამხედროების მომზადებასაც მოიცავს.