LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი იმღერებენ

244
37999038-0-image-a-27-1610625969188

ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი 20 იანვარს, აშშ–ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე იმღერებენ.

Variety–ის ინფორმაციით, 34 წლის გაგა ნაციონალურ ჰიმნს შეასრულებს. მას მოყვება 51 წლის ჯეილოს გამოსვლა და შემდეგ უკვე ტელევიზიის სპეციალური გამოშვებით დემი ლოვატო და ჯასტინ ტიმბერლეიკი  წარსდგებიან.

ოსკაროსანი ლედი გაგა ბაიდენის დიდი გულშემატკივარია და მის საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული.

რაც შეეხება ინაუგურაციის ცერემონიას, ის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გაიმართება. უსაფრთხოების წესები კი კორონავირუსის პანდემიის გარდა ასევე ძალადობისგან დაცვასაც გულისხმობს. კაპიტოლიუმის აღების შემდეგ საპრეზიდენტო დაცვა ყველანაირი დარტყმისთვის მზადყოფნაში იქნება.

ინაუგურაციის ტრანსლირების შემდეგ დაიწყება სპეციალური შოუ რომელსაც ტომ ჰენქსი გაუძღვება და ტელემაყურებლის წინაშე დემი ლოვატო, ჯონ ბონ ჯოვი და ჯასტინ ტიმბერლეიკი წარსდგებიან.

მოგვიანებით ამერიკელებს თავად ჯო ბაიდენი და კამილა ჰარისიც მიმართავენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები