LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენის განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე: „ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის მოსახლეობის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”

39
hrthrere

აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში, მათ შორის კიევში, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

„ამ თავდასხმების შედეგად მოკლული და დაშავებული არიან მოქალაქეები და განადგურებულია სამიზნეები, რომლებსაც სამხედრო დანიშნულება არ ჰქონიათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბატონი პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი უსამძიმრებს რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს.

„ეს თავდასხმები მხოლოდ კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის მოსახლეობის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის მისი აგრესიისთვის საფასურის დაწესებას, პასუხს ვაგებინებთ პუტინსა და რუსეთს თავისი სისასტიკეებისა და ომის დანაშაულებისთვის. უზრუნველვყოფთ უკრაინის ძალებს აუცილებელი მხარდაჭერით მათი ქვეყნის და თავისუფლების დასაცავად“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები