LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ?” – სააკაშვილმა პროკურატურას 7 ნოემბრის საქმეზე ბაიდენის დაკითხვა შესთავაზა

163
1

“ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ? ჯო ბაიდენმა აღწერა ზუსტად, რა მოხდა 7 ნოემბერს”, – ამ რიტორიკული შეკითხვით დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს მიმართა.

სააკაშვილმა სიტყვით მიმართვის დროს აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ ის რაც 7 ნოემბერს თბილისში მოხდა, რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო:

“7 ნოემბერი იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ და 7 ნოემბრის შემდეგ, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა და თქვა – ის რაც 7 ნოემბერს თბილისში მოხდა, ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და თქვენ აქ რაღაცებზე მსჯელობთ – ეს იყო საპრეზიდენტო დებატები, მაშინაც პრეზიდენტად იყრიდა კენჭს…

ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ? ჯო ბაიდენმა აღწერა ზუსტად, რა მოხდა 7 ნოემბერს, სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა, მაშინ არც ერთ სხვა სენატორს ასეთი ზუსტი შეფასება არ ჰქონდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამის შესახებ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ კონფერენციაზე თავადაც უნდა ყოფილიყო, რადგან მიწვევას აპირებდნენ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული სააკაშვილი.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ვრცლად დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ:

სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის

“დღეს გავიგე რამდენიმე ამბავი, თამთა დემურიშვილი იხსნება თანამდებობიდან, აკრძალეს საკანში ექიმის შემოსვლა…” – სააკაშვილი

თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

ნეტავ, მოვკვდე და ეგ არ გამეგო… რისიც მეშინოდა, ის გამოაცხადა – რას წერენ სააკაშვილის მეორედ გამოცხადებულ შიმშილობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები