აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა. ამის შესახებ მან ჰელსინკში ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არავის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ომში ჩათრეულები აღმოვჩნდებოდით. მესამე მსოფლიო ომში”, – განაცხადა ბაიდენმა.