LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა – ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს

79
jo

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს რიგით 46-ე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი გახდა. მან ფიცი დადო და სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათ ბევრი აქვთ ასაშენებელი და მოსაპოვებელი. მისი თქმით, კორონავირუსი საშინლად აზიანებს ყველას და ყველაფერს.

“ხალხმა დაკარგა სამსახური, შემოსავალი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სირთულეები დავძლიოთ და ასე აღარ გაგრძელდეს. ჩვენ დავამარცხებთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია”, – თქვა ბაიდენმა.

მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

 

სახელმწიფო ჰიმნი უკვე შეასრულა ლედი გაგამ.

ცერემონიას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა ფიცი დაადებინა ბაიდენს, ესწრებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები – ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

ტრამპმა დღეს უკანასკნელად დატოვა თეთრი სახლი და გაემგზავრა თავის გოლფ-კლუბში ფლორიდაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები