აშშ მუშაობს გაერო-სთან, ისრაელთან, ეგვიპტესთან და იორდანიასთან, რათა შემსუბუქდეს „ჰამასის“ თავდასხმის ჰუმანიტარული შედეგები, – ამის შესახებ ასშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ მუშაობს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის მთავრობებთან და გაერო-სთან მხარდაჭერის გასაზრდელად, რათა შემსუბუქდეს „ჰამასის“ თავდასხმის ჰუმანიტარული შედეგები, შეიქმნას დახმარების მიწოდების აღდგენისთვის საჭირო პირობები და დაცული იყოს ომის კანონი“, – წერს ჯო ბაიდენი.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყო