LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯინსები მამაკაცებისთვის 2015 წლის ზაფხული-შემოდგომის კოლექციიდან

464

რომ ვეძებოთ, ალბათ ვერ ვიპოვით ისეთ მამაკაცს, რომლის გარდერობში ერთ ჯინსს მაინც ვერ ვნახავთ. რა თქმა უნდა, ეს დიზაინერებმა კარგად იციან, ამიტომ მუდამ გვთავაზობენ განახლებულ ჯინსებს, შესაბამისად მოთხოვნაც უზომოდ დიდია. ალბათ ძნელი წარმოსადგენია ისიც თუ რა შეიძლება შეიცვალოს, რა იქნება დამატებული, ამოკლებული ან ა.შ. ამ კითხვებზე პასუხს სხვადასხვა დიზაინერების ჩვენებებზე თუ მივიღებთ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოში დიდი ფუფუნება არ გვაქვს მამაკაცის მოდური ჩვენებებისა, რთულია რაიმე ახლის შერჩევა და შეძენა.

თუკი თქვენ ეძებთ მოდურ ჯინსებს, ცდილობთ დარჩეთ მოდურები და არ გამოგეპაროთ სიახლეები, ეს სიახლე ალბათ დაგაინტერესებთ. წლევანდელ სეზონზე მოდურია 5 ტიპის ჯინსი:

დეკორატიული ნაკერები

 ასეთი ტიპის ჯინსები, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. საქართველოში მათ გახეხილ ჯინსებს ვეძახით. წლევანდელ სეზონზე ჯინსი დეკორატიული ნაკერებით, ანუ გახეხილი ჯინსი მოდური ტენდენციების სათავეებს იკავებს. ნაკერები სხვადასხვა ადგილას და მატერიით შეიძლება იყოს დატანებული შარვალზე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

sharvali 1

აკეცილი ჯინსი

შემდეგი ტენდენცია აკეცილი ჯინსია. ასეთი ჩაცმულობა როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ ძალიან მოდური და ელეგანტურია. ზუსტად ამ კატეგორიის ჯინსები იქნა დამზადებული ისეთი მოდური სალონებიდან როგორებიცაა „Belmain“, „Dsquared”,” Moschino” და ა.შ.

sharvali 6

ფერადი ჯინსები

რაც შეხება ფრებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნა ახალ კოლექციებზე, მათ შორის ყველაზე პოპულარული გამოდგა: კლასიკური შავი, სერი, ნარინჯისფერი, ინდიგო და წითელიც კი.

sharvali 2

მყვირალა მამაკაცის ჯინსები

სხვათა შორის, თუ საკუთარ თავს ძალიან ორიგინალურად თვლით, მოგიწევთ შეარჩიოთ მყვირალა ჯინსები, რომლებმაც ჩვენებებზე და სამოდელო სახლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა 2015 წელს. ასეთი ჯინსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დასამახსოვრებელი გამოდგა.

sharvali 3

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ჯინსებისა, წელს აგრეთვე მოდაშია სხვადასხვა მატერიისაგან შექმნილი შარვლები. ასეთი ჯინსები, განსაკუთრებით პოპულარული გახდა იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ჯინსი როგორც ასეთი. ზუსტად ამიტომაც მუშაობენ დიზაინერები იმისათვის, რომ ყოველი ჩვენთაგანის სურვილი დააკმაყოფილონ.

sharvali 4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები