ჯიმ ქერის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, კერი კატრიონა უაიტმა სიცოცოხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში 28 სექტემბერს საღამოს აღმოაჩინეს. იქვე იყო ქერის მისამართით დაწერილი წერილი, რომლის შინაარსიც არ ხმაურდება. გარდაცვალების მიზეზად წამლების გადაჭარბებული დოზა სახელდება.
კატრიონა უაიტი ჯიმ ქერიზე 25 წლით უმცროსი იყო – სექტემბრის შუა რიცხვებში იგი 28 წლის გახდა. თვითმკვლელობამდე სამი დღით ადრე მან „ტვიტერზე“ შეტყობინება დატოვა, რომელიც გამომშვიდობებას ჰგავდა: „მივდივარ „ტვიტერიდან“ და იმედი მაქვს, რომ ჩემი ახლობლებისთვის სინათლე ვიყავი. მიყვარხართ ყველა“.
კანადელმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ და ირლანდიელმა ვიზაჟისტმა კატრიონა უაიტმა ერთმანეთი 2012 წელს გადაღებებზე გაიცნეს და მალევე მათი ურთიერთობა რომანში გადაიზარდა. რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
მიმდინარე წლის მაისში წყვილმა ურთიერთობ აღადგინა, თუმცა ამჯერადაც ისინი დიდხანს არ ყოფილან ერთად. დაშორების მიზეზები არ ხმაურდება.