LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერიმ ყოფილ შეყვარებულს უმძიმესი დაავადებები გადასდო

135

ცოტა ხნის წინ ჯიმ ქერის გარდაცვლილი შეყვარებულის, კატრიონა უაიტის დედამ მსახიობს სასამართლოში უჩივლა. უაიტის ოჯახი ამტკიცებდა, რომ თვითმკვლელობამდე გოგონა ჯიმ ქერიმ მიიყვანა, რადგან მსახიობმა მას განუკურნებელი დაავადებები გადასდო.

გამოცემა Daily Mail ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯიმ ქერი მართლაც მალავდა სიმართლეს. გაირკვა, რომ მსახიობმა ხოსე ლოპესის სახელით საავადმყოფოში ანალიზები 2013 წლის 28 იანვარს ჩააბარა. მას სამი სახის ინფექციური დაავადება, ჰეპატიტი, ჰერპესი და ქლამიდიოზი დაუდგინდა. აქვე გაირკვა, რომ ვინმე ხოსე ლოპესისა და ჯიმ ქერის დაბადების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ასე მოხდა მსახიობის იდენტიფიცირება და აღნიშნული პასუხები სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა ურთიერთობა ჯიმ ქერის კატრიონა უაიტთან და როგორც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ამტკიცებს, მსახიობმა უიატს ეს დაავადებები შეგნებულად გადასდო.

კატრიონა უაიტმა სიცოცხლე თვითმკველობით 2015 წლის 29 სექტემბერს დაასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები