„ეის ვენტურას” მესამე ნაწილი მუშაობის პროცესშია. გამოცემა WeGotThisCovered იუწყება, რომ „მორგან ქრიკ პროდაქშენი“ ფილმის წარმოებით უკვე დაკავებულია და ეს იქნება კომედიის მორიგი, ამჯერად მესამე ნაწილი.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ მთავარი ვარსკვლავი, ჯიმ ქერი შინაური ცხოველების დეტექტივის როლის შესრულების გაგრძელებით დაინტერესებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულმა მსახიობმა წარსულში არაერთხელ უარჰყო აღნიშნული როლის კიდევ ერთხელ მორგება, როგორც ჩანს, ქერი მზადაა კიდევ ერთხელ გახდეს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი.
https://www.youtube.com/watch?v=poXyfOby8rc