LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ კერიმ შვედი არტისტების ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს სანატორიუმის ოთახია გამოსახული: „ეს ნამუშევარი საგონებელში მაგდებს”

1107
282298422_369147511746005_8005464621210393208_n

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის მიერ შესრულებული მოძრავი NFT- ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ოთახია გამოსახული.

„ამ NFT- ნამუშევრით წარსულისა და მომავლის, ფიზიკურისა და ციფრული სამყაროების სიურრეალისტური შერწყმა მივიღეთ. გასულ თვეებში, ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული რამდენიმე შენობა უკვე დანგრეულია, რაც დროის გასვლასთან ერთად ზრდისა და განადგურების ციკლის თემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, – ვკითხულობთ შვედი არტისტების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ NFT- ნამუშევრის შეძენის საკითხს Twitter-ზე გამოეხმაურა თავად ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯიმ კერიც და შემდეგი რამ დაწერა: „ეს ნამუშევარი საგონებელში მაგდებს. ჯეიმს ჯოისი ამბობდა, რომ ეს კარგი რამაა. დიდ მადლობას ვუხდი რაიან კუპმანსს ბუნების ნატიფი და უმოწყალო გარდაქმნის ნაზად გამოსახვისთვის. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი NFT-ია“.

სხვათა შორის, NFT- ნამუშევარს თავისი აღწერაც ახლავს თან, სადაც წერია, რომ საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს ქალაქი წყალტუბო იყო პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. 1940-1980-იან წლებში მას ათასობით ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის: სტალინი და მისი მაღალჩინოსნები მოსკოვიდან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, შენობები გაუკაცრიელდა და დანგრეული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები