LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯილდოს ასაღებად სცენაზე ასულმა 81 წლის ჰარისონ ფორდმა, ცრემლები ვერ შეიკავა

349
ჰარისონ-ფორდი

Critics’ Choice Awards-ის ცერემონია განსაკუთრებული აღმოჩნდა ლეგენდარული ჰარისონ ფორდისთვის. „ინდიანა ჯონსის“ 81 წლის ვარსკვლავს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო პრიზი გადასცეს. ფორდმა კარიერის მანძილზე არაერთი სახასიათო როლი შექმნა, ამდენად მისი ფილმოგრაფია მრავალფეროვანი და ძალიან დატვირთულია. მსახიობს,  ამ მნიშვნელოვან დღეს, გვერდს უმშვენებდა მეუღლე, 59 წლის კალისტა ფლოკჰარტი.

„თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ახალა აქ ვარ თქვენს წინაშე. ეს არის უდიდესი პატივი, იყო ამდენი რეჟისორის, მსახიობის და უბრალოდ ხელოვანის გვერდით“ – დასძინა მსახიობმა.

მას სამადლობელი სიტყვა აპლოდისმენტებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, თავად ფორდმა ცრემლები ვერ შეიკავა. მის გამოსვლას მაყურებლის რიგებიდან აცრემლებული ადევნებდა თვალს კალისტა ფლოკჰარტი. სწორედ მეუღლეს გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა ფორდმა გვერდში დგომისა და სიყვარულისთვის.

80 წლის ჰარისონ ფორდი მეუღლესთან ერთად „ინდიანა ჯონსის“ პრემიერაზე გამოჩნდა

80 წლის ჰარისონ ფორდი ჟურნალ Empire-ის გარეკანზე – „ინდიანა ჯონსის“ მსოფლიო პრემიერამდე

80 წლის ჰარისონ ფორდი და 77 წლის ჰელენ მირენი ახალი სერიალის პირველ თიზერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები