ჯიჯი ჰადიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. 23 წლის გოგონამ მონაწილეობა „ვერსაჩეს“ 2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის რეკლამაში მიიღო.
ფოროგრაფ ბრიუს ვებერისა და მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დონატელა ვერსაჩეს თქმით, აღნიშნულ კამპანიას მკვეთრად ჩამოყალიბებული გზავნილი აქვს და ის გაერთიანებას, სიყვარულს და მეგობრულ სიახლოვეს ეძღვნება.
„ჩვენთვის ეს კამპანია არის საშუალება, ვაჩვენოთ, რომ ადამიანებს სიყვარული სჭირდებათ“, – განაცხადა ვებერმა. ფოტოები