LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯი-დი-ეს”-ის შუადღის წამყვანებმა პირდაპირ ეთერში იტირეს (ვიდეო)

170

17 თებერვალს “ჯი-დი-ეს”-ის შუადღის ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში. არხმა მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ სოცქსელში მისი თანამშრომლების ემოციური პოსტები ვიხილეთ, სადაც ისინი გულისწყვეტას გამოთქვამდნენ გადაცემის დახურვის გამო. “გვიანი შუადღის” წამყვანებმა სოცქსელში მთავარ ფოტოდ სწორედ ერთად გადაღებული სურათი დააყენეს.

ბოლო ეთერი კი ასევე ემოციური გამოდგა. ელენე კალანდაძემ, გიორგი მახარაშვილმა და დავით ევგენიძემ, რომელსაც მუსიკალური რუბრიკა მიჰყავდა, სიმღერა მთელ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად შეასრულეს. გამოსამშვიდობებელ ეთერს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. სოცქსელში ამ ვიდეოს უამრავი ადამიანი აზიარებს.

https://www.facebook.com/shuadgeGDS/videos/960172034082617/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები