LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“ – 8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

229
11

2014 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ხანუმ ჯეირანოვას მიმართ თანასწორუფლებიანობის დარღვევის და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.

8 წლის შემდეგ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე, რის გამოც ქალმა თავი მოიკლა, 3 პირს ბრალდება წარედგინა

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.

ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საფარი“ – ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს 100 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები