ჯგუფის „მგზავრები“ განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთში საკონცერტო ტურნეს ატარებდნენ სიცრუე და დეზინფორმაციაა.
„ნუ ენდობით რუსულ წყაროებს“ – ნათქვამია „მგზავრების“ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ მედიაში გავრცელდა ბმულები რუსულ საიტებზე, სადაც ნათქვამია, რომ „მგზავრები“ აპრილში მოსკოვში იმღერებდნენ, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს კონცერტის ბილეთების ყიდვაცაა შესაძლებელი.