LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფ ოკეან ელზის სოლისტი: შეგიძლიათ იამაყოთ ისეთი ადამიანებით, როგორიც კიკაბიძეა, იგი დიდი პატრიოტი იყო

475
BeFunky-collage (3)

„ „ჩიტო გვრიტო, ჩიტო მარგალიტო” არის პირველი ქართული სიტყვები, რომელიც ვისწავლე ქართულად”, – ასე იხსენებს ჯგუფ „ოკეან ელზის” სოლისტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრი  სვიატოსლავ ვაკარჩუკი ფორმულას ეთერში.

მომღერლის თქმით, უკრაინა ვერასდროს დაივიწყებს ბუბა კიკაბიძის მხარდაჭერას.

„საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს, 2008 წელს, ბუბა კიკაბიძემ ხმამაღლად გაილაშქრა რუსეთის წინააღმდეგ. მას ნამდვილი მოქალაქის პოზიცია ჰქონდა.  ,ჩვენ ვერასდროს დავივიწყებთ მის მხარდაჭერას უკრაინისადმი, ეს იყო გულწრფელი და ადამიანური დახმარება. მხოლოდ ერთხელ შევხვდი კიკაბიძეს ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცნობდი, მაგრამ როცა შევხვდი, დავინახე თუ რამდენად დიდი გული ქონდა ამ ადამიანს… ის ძალიან ცნობილი საბჭოთა ფიგურა იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით – მსახიობი, მუსიკოსი, ყველა ადამიანმა იცოდა მისი სიმღერები.

მაგრამ 2008 წლის შემდეგ და განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ უკრაინამ კიდევ უფრო მეტად დაიწყო მისი პატივისცემა და სიყვარული. იგი არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი მსახიობი და მუსიკოსი იყო, არამედ იგი უკრაინის რეალურად ნამდვილი მეგობარი და საქართველოს ნამდვილი შვილი იყო. ჩვენ გვიყვარს პატრიოტი ხალხი. მას არ ჰქონია ორაზროვანი პოზიცია –  ეს ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს, ამიტომაც უკრაინელები მას დიდ პატივს სცემენ და სასახლეზე საქართველოს დროშასთან ერთად იყო უკრაინულიც – ეს ძალიან დასაფასებელია

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ სიტყვები “ჩიტო გვრიტო, ჩიტო მარგალიტო” არის პირველი ქართული სიტყვები, რომელიც ვისწავლე ქართულად. არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მერე მითხრა ვიღაცამ, რომ ეს იყო სიმღერა ჩიტზე. ახლა უკვე რამდენიმე ქართული სიტყვა ვიცი და ჩემი საყვარელი სიტყვა ქართულად არის – “ძალიან დიდი მადლობა” და ეს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ ისეთი ადამიანებით, როგორიც არის ბუბა კიკაბიძე. იგი იყო ძალიან დიდი ადამიანი. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ასეთი ადამიანები ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები და უკრაინელები მუდამ მეგობრებად დავრჩებით და ყოველთვის ვიტყვით იმ სიტყვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის”,- განაცხადა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა

„რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად..“ – მერაბ სეფაშვილი

„დავიღალე დაობლებით, ასე ვუთხარი ნანის ბუბას პანაშვიდზე.. მშვიდობით, ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“ – ჯემალ სეფიაშვილი

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

ჩემს ცხოვრებაში ასეთი გაცილება არ მინახავს, როგორი სიყვარულითაც ქართველმა ხალხმა გავაცილეთ ბუბა კიკაბიძე: პაატა ბურჭულაძე

„მადლობა“ – ბუბა კიკაბიძეს საზოგადოება მქუხარე ტაშით გამოემშვიდობა

მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს სადაც ჩადიოდა ყველგან დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ, ყველას უყვარდა, ყველა ეგებებოდა: ელდარ შენგელაია

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები