ჯესიკა ალბას ბიზნესი 1,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. შოუბიზნესიდან წამოსულ ცნობილ მსახიობს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დარდი ნამდვილად არ შეაწუხებს. მისი ბიზნესი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. შეგახსნებეთ, რომ კომპანია Honest Company ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. როგორც ჩანს, ჯანსაღი პროდუქციის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.