სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჯესი ჯეი და ჩენინგ ტატუმი კვლავ ერთად არიან და კარანტინის პერიოდს ლოს-ანჯელესის სახლში ატარებენ. გუშინ, პაპარაცების ობიექტივში მსახიობი ჩენინგ ტატუმი მოხვდა, როდესაც ნაგვის გადასაყრელად უცნაურ ფორმაში, ოქროსფერ შარვალში გამოწყობილი, ფეხშიშველი გაემართა.
[related_news id=”345369″ align=”left”]
უცნაურ ფორმას ნამდვილად ვერ დავარქმევთ ჯესი ჯეის ლუქს. მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები განათავსა, სადაც სულ რაღაც 86 ევრონიანი ფერადი საცურაო კოსტიუმით პოზირებს. წითელ, ნარინჯისფერ ბიკინის, 32 წლის მომღერალმა დიდი ზომის მრგვალი საყურე შეუხამა. ის მართლაც შესანიშნავ ფორმაშია.