ბრიტანელმა ჟურნალისტმა და პოპულარული საავტომობილო შოუს The Grand Tour-ის წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა ტრადიციული ყოველწლიური შეჯამება გააკეთა. ავტოექსპერტმა საუკეთესო სუპერქარი და „სახალხო“ ავტომობილი გამოავლინა. კლარკსონის აზრით, „წლის საუკეთესო სუპერქარის“ წოდებას Ferrari 488 Pista იმსახურებს. სუპერქარი 3,9 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო „რვიანითაა“ აღჭურვილი და პირველ „ასეულს“ 2,85 წამში ავითარებს. 0-დან 200 კმ/სთ-ის ასაკრეფად 488 Pista-ს 7,6 წამი სჭირდება.
რაც შეეხება ყველაზე „სახალხო“ ავტომობილის კატეგორიას, წელს Bentley-მ გაიმარჯვა. Continental GT V8 4,0 ლიტრის მოცულობის „ბიტურბორვიანითაა“ აღჭურვილი და 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
თავისი რჩეულები კლარკსონმა ბრიტანული პრემიის News UK Motor Awards-ის ფარგლებში დაასახელა. საუკეთესო ავტომობილებს როგორც წესი, ცნობილი ავტოჟურნალისტები, მკითხველები და ავტოექსპერტები ერთად ადგენენ ხოლმე და წელს ხმის მიცემაში 270 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.