ჯერარდ ბატლერი ახალი ფილმის „ქურდებზე მონადირე“ პრემიერაზე საყვარელ ქალთან ერთად მივიდა.
როგორც ჩანს, ბატლერი საბოლოოდ ჩამოყალიბდა გრძნობებში და არჩევანი მორგან ბრაუნზე შეაჩერა, რომელსაც 2014 წლიდან ხვდება და რომელსაც ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე დაშორდა და შეურიგდა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ბატლერმა უახლოსი 5 წლის განმავლობაში ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლის სურვილზე ისაუბრა.