ნანა კოსტავა არ ადასტურებს, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს. როგორც კოსტავამ On.ge-ს უთხრა, საკრებულოს დატოვებაზე “ჯერ ფიქრობს”.
ნანა კოსტავა დღეს, 31 მაისს ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. თუმცა, ის დეპუტატის მანდატს მაინც ინარჩუნებს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ნანა კოსტავა გადააყენეს
ის ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”
საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.
ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე