LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ვერ შევასახლებთ ადგილობრივ მცხოვრებებს – ისნის გამგებელი

100

„ჯერ ვერ შევასახლებთ ადგილობრივ მცხოვრებებს,“ – ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, განაცხადა. ლაბუჩიძის თქმით, ამ ეტაპზე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ექსპერტიზა მიმდინარეობს.

„ადგილზე არიან თბილისის ლაბორატორიის ექსპერტები, მაგრამ სიტუაციას ართულებს ის, რომ კორპუსს ისედაც ჰქონდა ავარიული სტატუსი და რამდენიმე აფეთქების შედეგად ჩვენ ჯერ ვერ შევასახლებთ ხალხს, თუ არ ჩავატარებთ სრულფასოვან ექსპერტიზას. როგორც კი ადგილიდან კრიმინალისტები გავლენ, დასუფთავდება შენობა, შემდენ მოხდება ექსპერტიზის სრული ანალიზი. ასე რომ, ამ ყველაფერს ალბათ დღევანდელი დღეც დასჭირდება,“ – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები