LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ უნდა განისაზღვროს, რა ტიპის დახმარება სურს პარიზს – პრეზიდენტის პრესსპიკერი

147
notrdamixanzrissemdeg

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარებები ესაჭიროებათ, უკვე შესაძლებელია იმაზე ფიქრი, საქართველოს როგორ და რა ფორმით შეუძლია დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარის გამო, ამ უმძიმეს დროს ქართველი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდზე დგას. მისივე თქმით, დღეს უკვე მსოფლიო ახალი რეალობის ირგვლივ ერთიანდება და ეს რეალობა გახლავთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.

„დღეს გავრცელდა ოფიციალური განცხადება საფრანგეთის მხარის მიერ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ისინი ღია არიან დახმარების მიმართ, თუმცა უნდა განისაზღვროს ის დახმარება, რისი მიღებაც მათ სურთ. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ფიქრი იმაზე, საქართველოს როგორ და რა ფორმით შეუძლია დახმარება. დღეს ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბიზნესის მოწოდებები და ეს უკვე მათი საქმეა, ბიზნესი რამდენად ჩაერთვება.

ფაქტია, რომ გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, როგორ გაერთიანდა ნამდვილად ამ ტრაგედიის ირგვლივ მთელი მსოფლიო გულწრფელად და ყველა მზად იყო დასახმარებლად. ახლა უკვე ალბათ თავად საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარებები ესაჭიროებათ“, – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები