LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!“ – რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა

350
ფორტუნა - 2023-04-10T155800.403

გაზეთში „კვირის პალიტრა“ გამოქვეყნდა ინტერვიუ პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომელიც ხვიჩას საფეხბურთო მომავალსა და შვილის პირადი ცხოვრების სიახლეებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს „კვირის პალიტრის“ ინტერვიუდან:

ხვიჩას საცოლეზეც გკითხავთ: ნიცა ისედაც სულ ხვიჩას გვერდით იყო, რამდენიმე­ კვირის წინ კი ყველა მათ ნიშნობაზე ალაპარაკდა. ზოგიერთმა ისიც დაწერა, რატომ ჩქარობს ხვიჩა დაოჯახებას, ჯობს, ამ ეტაპზე მთელი ყურადღება საფეხბურთო კარიერას დაუთმოსო..

ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით.. ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში­ მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება.

კათოლიკოს-პატრიარქთან­ შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა? რას ნიშნავდა­ ეს სტუმრობა ხვიჩასთვის, თქვენი ოჯახისთვის?

პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ჯვრისწერამდე დალოცა – ვრცელდება შეხვედრის ამსახველი ფოტოები

დიდი ხანია, გვინდოდა უწმინდესთან შეხვედრა. მთელი ოჯახი ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ და კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა უდიდესი სიხარული და მადლია ჩვენთვის, მისი დალოცვა ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩემი მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია და თორნიკეც განსაკუთრებით გახარებული იყო ნათლიასთან შეხვედრით. ჩვენთვის ის დღე ბედნიერი იყო და ვიღაცები თუ გაღიზიანდნენ, ეს მათი პრობლემაა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად.

ხვიჩა და ნიცა დაინიშნნენ: როდის გეგმავს წყვილი ქორწილს – რას ამბობს ფეხბურთელის მამა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები