„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ერთდროულად მადლობასაც უხდის და ბოდიშსაც.
ბოდიშს დეპუტატი იმიტომ იხდის, რომ მისი შეფასებით, ყველა “ვერ მიხვდა” ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს:
„დღეს „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ბატონო ბიძინა, ჯერ მადლობა და მერე ბოდიში.
მადლობა იმისთვის, რომ ქვეყნის გადარჩენას ჩაუყარე საფუძველი და ბოდიში იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ყველა ვერ მიხვდა რა გაუკეთეთ ერს და რის ფასად.” – წერს ირმა ზავრადაშვილი.