LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ იყო ფოტოშოპი, მერე ფილტრი… ბოლო ბოლო „დეითზე“ რომ მიდიხართ, მანდ მაინც არ გაგიტყდებათ „რა გამოვიწერე – რა ჩამოვიდა-ს თემაში გასვლა?“ – რას წერს მასტერი

223
მასტერი მზა

„ჯერ იყო ფოტოშოპი, მერე იყო ფილტრი, მერე იყო „ფეისაპი“ და ახლა „რემინი,“ – რეპერი მასტერი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ე.წ  ფოტოშოპის აპლიკაციების მომხმარებლებს მიმართავს.

„მთლიანი ფოტოსესიის ფოტოები ახლიდან დავამუშავებინე ფოტოგრაფს, მხოლოდ იმიტომ რომ სახეზე ცვლილებები გამიკეთა, რომელიც უფრო კარგ ტიპს მაჩენდა, მაგრამ კომპლექსს მიჩენდა იმის, რომ ვიღაც ისე დამინახავდა როგორიც სინამდვილეში ვერ ვარ…

რატომ უნდათ ხალხს იყვნენ ისინი, ვინც არ არიან და ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ადამიანებს საკუთარი რეალური შეხედულება ეზიზღებათ, ვიცნობ ბევრ ადამიანს ვინც არასდროს დამადებინებს ფოტოს ფილტრის გარეშე და ვალდებული ვარ, რომ მასთან ერთად ფოტოში მეც მედოს ფილტრი…

ამას ემატება ისიც რომ ბავშვებს ადებენ უკვე ფილტრებს – ეს პირდაპირი პრეტენზიაა სამყაროსთან, ანუ უფრო სხვა ვიზუალის შვილი გინდა გყავდეს? პლასტიკურის გაკეთება რომ შეიძლებოდეს ბავშვობიდან ალბათ მაგაზეც მიიყვანდით? ფსიქიკას ნუ იფუჭებთ…

ჯერ იყო ფოტოშოპი, მერე იყო ფილტრი, მერე იყო ფეისაპი და ახლა რემინი… მთლიანი ფოტოსესიის ფოტოები ახლიდან დავამუშავებინე…

Posted by Masteri on ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2023

P.S

ბოლო ბოლო „დეითზე“ რომ მიდიხართ, მანდ მაინც არ გაგიტყდებათ „რა გამოვიწერე – რა ჩამოვიდა“ -ს თემაში გასვლა?,“- წერს მასტერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები