LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს: თენგიზ ცერცვაძე

46
თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს”. აღნიშნული განცხადებით ცერცვაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ავსტრიის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიასა და ლუქსემბურგის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას ეხებოდა.

ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას აჩერებს: 4 ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა

მისივე განცხადებით, მსგავსი უარყოფითი ტალღა „ფაიზერის“ ვაქცინაზეც აგორდა.

„ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფდა, სწორი არ გამოდგა, მაშინ უბრალოდ კვლევა არ იყო ჩატარებული. რაც შეეხება გართულებების ცალკეულ შემთხვევებს, ასეთ შემთხვევებზე ინფორმაცია სულ არის. მაგალითად, „ფაიზერით“ვაქცინაცია რომ დაიწყეს, 23 ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში და სიკვდილის შემთხვევები ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. ფაიზერზეც“ აგორდა ეს უარყოფითი ტალღა, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ კვლევებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა. ქვეყნებში რომლებისგანაც არის სიგნალები, რომ იქ შეიძლება რაღაც გვერდითი მოვლენები იყოს, ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.