LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ ცხვირში მომხვდა, ორი-სამი -სახეში და დანარჩენი – მუცლის არეში..“ – ახმეტაში 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

170
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

ახმეტაში 15 წლის მოზარდზე, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სამსახური დაუკავშირდა მოზარდის მშობლებს და არასრულწლოვანი გამოკითხვაზე დაიბარა.

შემთხვევა 11 ივლისს ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ მოზარდი რადიო „თავისუფლებას“ უყვება და მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც მოზარდი ჰყვება, ქუჩაში თხუთმეტამდე მეგობარი სეირნობდა და სკვერში გაჩერებას აპირებდა, რა დროსაც მათთან მოულოდნელად პოლიციის სამი ჯგუფი მივიდა და ერთ-ერთი მეგობრის დაკავება დაიწყო. მოზარდის თანახმად, პოლიციელები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც დაკავების მიზეზის დასახლება მოითხოვა.

ჯერ ცხვირში მომხვდა, ორი-სამი – სახეში და დანარჩენი – მუცლის არეში.. ჩემი ძმაკაცი, რომ დააკავეს, მე ვიკითხე რის საფუძველზე აკავებდნენ. პასუხი არ გამცეს.. შემდეგ დამეჭიდნენ მაისურზე და რამდენჯერმე გამარტყეს. სამი ან ოთხი პოლიციელი მირტყამდა,“ – ამბობს მოზარდი.

მომხდარის შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრობს მოზარდის დედაც და ამბობს, რომ მის შვილს ყელის არეშიც და ფეხზეც დაზიანებები აღენიშნება.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობას გულისხმობს,მოზარდის მიმართ კი საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

 

 

წყარო: რადიო „თავისუფლება“