LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეოსელი მზარდი ბიზნესისთვის“ – კიდევ ერთი ინიციატივა კომპანიისგან

37

9 ივნისს, პროექტ  „ჯეოსელი მზარდი ბიზნესისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ”ჯეოსელის” ინიციატივა  გულისხმობს  მცირე და  საშუალო  ბიზნესის  ხელშეწყობას სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური მიმართულებით.

”ჯეოსელი” ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი მონაწილე, სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნოლოგიურ პარტნიორობას. პროექტის   ფარგლებში,   სხვადასხვა   სატელეკომუნიკაციო   და   ბიზნეს   გადაწყვეტილებები საშუალებას მისცემს მზარდი ბიზნესის  წარმომადგენლებს მათი საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტიანი   გახდეს   და   საკითხების   სრულიად   ახალი  ნოვატორული მიდგომები  მათ საქმიანობას მოერგოს”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის   ფარგლებში,   მცირე  და საშუალო ბიზნესის   სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  საკუთარ გამოცდილებას   გაუზიარებენ  აუდიტორიას   და ტექნოლოგიების ბიზნესთან სინთეზის  დადებით ეფექტზე  ისაუბრებენ.

„ჩვენი ეს ახალი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩვენ პერმანენტულად  შევთავაზებთ მზარდ ბიზნეს  ინოვაციურ სატელეკომუნიკაციო  სერვისებს,  რომლებიც ზუსტად იქნებიან   მორგებული მათ მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე, ეს კი შექმნის ძალიან ძლიერ ჯაჭვს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ვიყოთ მზარდი ბიზნესის ტექნოლოგიური პარტნიორი და ამ კუთხითაც მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის დოვლათის შექმნის პროცესში, “ – განაცხადა პაველ სმალინსკიმ, ”ჯეოსელის” გენერალურმა  დირექტორმა.

ღონისძიება დღეს 19:00 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიას  პავილიონში გაიმართება .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები