LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯეოსელი” მომხმარებელთა დაცვის მიზნით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

70

”ჯეოსელისთვის” კატეგორიულად მიუღებელია მომხმარებლების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს.

საკუთარი მომხმარებლების მაქსიმალური ინფორმირებისათვის ”ჯეოსელი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ კომპანია Apple-მა საქართველოში მობილურ ოპერატორთა შორის არჩევანი ჯეოსელის სასარგებლოდ გააკეთა და მასთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მომხმარებლისთვის, აგრეთვე, მთელი ქვეყნისთვისაც.

მაქსიმალური ინფორმირებისთვის, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ოფიციალური მობილური პარტნიორის უპირატესობებს:

  1. ჯეოსელში შეძენილ ტელეფონს მოემსახურებიან Apple-ის საერთაშორისო გარანტიის პირობების მიხედვით, რაც საშუალებას მისცემს ოფიციალური iPhone-ის მფლობელს, თვიდან აიცილოს ის უსიამოვნო შემთხვევები რასაც ხშირად ქონდა ადგილი.
  2. ჯეოსელში შეძენილი ტელეფონის დიაგნოსტიკა მოხდება Apple-ის სტანდარტების მიხედვით.
  3. ჯეოსელში შეძენილი iPhone არასდროს იქნება Apple-ის ეგრეთწოდებული „ქარხნულად შეკეთებული“ მოდელი, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ახალ/შეუკეთებელ ტელეფონად საღდებოდა.
  4. ჯეოსელში შეძენილ iPhone-ზე ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურ რეჟიმში სწორდება. აბონენტთათვის პარამეტრების ხელით გაწერა აღარ არის საჭირო და ჩამონათვალში ჯეოსელი ავტომატურად ჩნდება ქსელის მომსახურე ოპერატორად.
  5. ჯეოსელში შეძენილი iPhone არის სრულყოფილი კომპლექტი, მორგებული ადგილობრივ ელექტროსისტემაზე, ”- ნათქვამია ”ჯეოსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, Apple-თან პარტნიორობის ფარგლებში ”ჯეოსელი”  მუშაობს საქართველოში  iTunes-ის გახსნაზე, რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც მომხმარებლისთვის, ასევე  საქართველოში არსებული ბიზნესისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები