LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეოსელი“ ახალი კონცეფციის მაღაზიას გახსნის

318

საახალწლოდ, „ჯეოსელი“ კიდევ ერთ, ახალი კონცეფციის მაღაზიას „თბილისი ცენტრალში“ გახსნის. ამის შესახებ „ფორტუნას“ „ჯეოსელიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, „ჯეოსელის“ სტრატეგია გულისხმობს ყველა ტექნოლოგიური სიახლე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს მომხმარებლისთვის, ამიტომ კვლავ განაგრძობს თანამედროვე მაღაზიების ქსელის გაფართოვებას.

„აქ დაგხვდებათ ერთ სივრცეში თავმოყრილი მობილური ტელეფონების ფართო არჩევანი საუკეთესო ფასად, ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებები, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები და განსაკუთრებული, კომფორტული გარემო“, – აცხადებენ „ჯეოსელში“.

კომპანიის ინფორმაციით, „ჯეოსელის“ ასეთი მაღაზია რამდენიმე დღის წინ ორთაჭალაში უკვე გაიხსნა. წლის ბოლომდე კი რიგით მეათე მაღაზია ავლაბარს შეემატება და ასევე, პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია მარნეულშიც გაიხსნება. ახალი წლიდან კომპანია ამ მიმართულებით საქართველოს სხვა ქალაქებში აქტიურად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები