“ჯეო ჰოსპიტალს”-ის რეგიონული ქსელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას “პფაიზერის” (Pfizer-BioNTech -პფაიზერ ბიონტექი) ვაქცინით აცრის საშუალებას აძლევს.
პირველ ეტაპზე “პფაიზერის” ვაქცინაციისთვის სრულ მზადყოფნაშია მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 26 ივლისიდან დამატებით ახალი იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდება. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის კომპანია “პფაიზერით” ვაქცინაციის კაბინეტებს ეტაპობრივად სხვა რეგიონებშიც დაამატებს.
როგორც “ჯეო ჰოსპიტალს”-ის გენერალური დირექტორი, ზურაბ ქიტოშვილი ამბობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრის მსურველებისთვის, რეგისტრაციის გამარტივებისთვის მიზნით, რამდენიმე დღეა რეგიონებში ადგილზე ჩაწერის სისტემა ამოქმედდა, რამაც აშკარად შეუწყო ხელი აცრების ტემპს.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ ქსელში ვაქცინაციის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის; კომპანია პფაიზერის მსურველებისთვის სტაციონარულ დაწესებულებებში იმუნიზაციის ახალ კაბინეტებს ხსნის, სადაც ვაქცინაციის სერვისით სარგებლობა სრულიად უსაფრთხო გარემოში იქნება შესაძლებელი“- განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან კომპანიის ცხელი ხაზის საშუალებით 2 505222.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, პფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.