LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი „ვოგის“ ახალი ნომრის გმირი გახდა და შვილის სქესი გაამხილა

150
ჯენიფერ-ლოურენსი

„ოსკაროსანი“ ჯენიფერ ლოურენსი გამოცემა „ვოგის“ ოქტომბრის ნომრის გმირი გახდა. ინტერვიუში 32 წლის მსახიობმა დედობაზე ისაუბრა. ამ დრომდე ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ლოურენსსა და კუკ მარონის შვილი თებერვალში შეეძინათ. ამჯერად კი, ვარსკვლავმა მეტი დეტალი გაამხილა. გაირკვა, რომ ლოურენს ვაჟი შეეძინა, რომელსაც საი დაარქვეს.

ჯენიფერ ლოურენსი ამბობს, რომ რჩევების მიცემა არ უყვარს, რადგან დედობა, ყველასთვის ინდივიდუალური გამოცდილებაა. ამბობს, რომ ძალიან ეშინია, მაგრამ გამოწვევებს უმკლავდება. ახალ ფოტოებზე ლოურენსი სხვადასხვა ბრენდისა და სტილის ულამაზეს კაბებს ირგებს. ფერად ფოტოებს სრულად მკითხველი „ვოგის“ ოქტომბრის ნომერში გაეცნობა.

ფოტო: ჯენიფერ ლოურენსი ორსულადაა – მსახიობი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან

ფოტო: ჯენიფერ ლოურენსი და ლეონარდო დიკაპრიო ფილმის პრემიერაზე პარტნიორების გარეშე გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები