LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი-მაიძულეს კასტინგი შიშველს გამევლო

159

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი წარსულს იხსენებს და აღნიშნავს რომ მისი კარიერის დასაწყისი დამამცირებელი იყო.

“როდესაც მე გაცილებით ახალგზარდა ვიყავი და კარიერას ვიწყებდი, ერთ-ერთი ფილმის პროდიუსრებმა მითხრეს, რომ 2 კვირაში 7 კილოგრმი უნდა დამეკლო”- ამბობს 27 წლის მსახიობი.

მსახიობმა აღნიშნა, რომ მანამდე სხვა გოგო, რომელმაც გახდომაზე უარი თქვა, გაათავისუფლეს.

“იმავე პერიოდში ერთ-ერთმა პროდიუსერმა ქალმა მაიძულა მთლიანად გავშიშვლებულიყავი და სხვა 5 გოგოსთან ერთად დავმდგარიყავი, რომლებიც ჩემზე ბევრად გამხდრები იყვნენ. ჩვენ გვერდიგვერდით ვიდექით შიშვლები და სასქესო ორგანოებს მხოლოდ წებოვანი ლენტი გვიფარავდა”- განაცახდა ჯენიფერ ლოურენსმა.

მსახიობის თქმით, ამის შემდეგ პროდიუსერმა მას ურჩია, შიშველი ფოტოები გახდომისთვის სტიმულად გამოეყენებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები