LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის სელფი ფიტნეს-დარბაზიდან: ვარსკვლავი შესაშურ ფორმაშია (ფოტო)

69

ჯენიფერ ლოპესი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სპორტდარბაზში ატარებს, ამ დღეებში 49 წლის ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია და ამას ლოპესი ყოველ გამოჩენაზე ადასტურებს.

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა და მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფიტნესდარბაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სპორტული ბიუსტჰალტერი და ლეგინსი აცვია. თვალშისაცემია მისი იდეალური პრესი, რომელიც ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს.

გამომწერებმა უამრავი კომპლიმენტი გაუკეთეს ლოპესს და აღნიშნეს, რომ მას იდეალური სხეული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი კვირაში სამიდან ხუთ დღემდე ვარჯიშს უთმობს, ასევე დაკავებულია ქორეოგრაფიით, რაც აისახება კიდეც მის გარეგნობაზე.

(ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები