ჯერ კიდე არ განელებულა ,,ვენეციის კინოფესტივალისგან” გამოწვეული ემოციები, რომ კინომანებისა და პრესის ყურადღება ,,ტორონტოს კინოეფესტივალმა” მიიპყრო, რომლემაც სტარტი 5 სექტემბერს აიღო.
ფესტივალის ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე გახმაურებული კინოპრემიერა. წითელ ხალიჩაზე, არაერთ ვარსკვლავთან ერთად ჯენიერ ლოპესი, კრისტენ სტიუარტი, რენე ზელვეგერი, ნიკოლ კიდმანი და დოქტორ ჯონსონი გამოჩნდნენ.
რამდენიმე დღის წინ აუდიტორიამ ფილმი სახელად „მტრების ჯინაზე“( Seberg) იხილა. კინოჩვენებაზე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი კრისტენ სტიუარტი და მისი პარტნიორი ზაზი ბიტსი მოვიდნენ. წითელ ხალიჩაზე კრისტენს შანელის კოსტიუმი ამშვენებდა, ზაზიმ კი მიუ მიუს აბრემუმის კაბაზე შეაჩერა არჩევანი.
ფილმი „მტრების ჯინაზე“ ,,ვენეციის კინოფესტივალზე” უკვე იხილა საზოგადოებამ. „სტრიპტიზის მოცეკვავეები“( Hustlers) კი, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს, პირველად იქნა ნაჩვენები.
მსახიობს საქმრო, ალექს როდრიგესი უმშვენებდა მხარს. რაც ჯეი ლოს ჩაცმულობას შეეხება, მას მეისონ იეიას ღია ფერის კაბა ეცვა.
გაბრიელ კაუპერტუეიტის მიერ გადაღებული ფილმის „მეგობარი“(The Friend) ჩვენებაზე, რა თქმა უნდა, დაკოტა ჯონსონიც გამოჩნდა, რომელმაც მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება ,,დიორის” შავი კაბით. რაც შეეხება ,,ჰოლივუდ რეპორტიორის” წვეულებას, დაკოტამ არჩევანი მხრებმოშიშვლებულ ,,ვალენტინოს” კაბაზე შეაჩერა. სხვათა შორის წვეულებაზე დაკოტა ჯეიმი დორნანს შეხვდა, რომელიც მას პარტნიორობას „გრესი 50 ელფერში“(50 Shades of Grey) უწევს.
,,ჰოლივუდ რეპორტიორის” წვეულებაზე ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ასევე ნიკოლ კიდმანი, შრილინ ბუდლი, ანტონიო ბანდერასი და იზაბელ იუპერი მოხვდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის დღეები საოცრად მრავალეროვანი და დატვირთული გამოდგა. ტორონტოს 44-ე კინოფესტივალი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, ასე რომ ჩვენ წინ არაერთი ვარსკვლავური გამოსვლა გველის.