ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის პერფორმანსი ,,ოსკარებზე”, ერთადერთი არ ყოფილა, რომელსაც საზოგადოება დღეს აქტიურად განიხილავს.
https://www.youtube.com/watch?v=4FnveHiDEYk
ვარსკვლავური წყვილის გარდა, დოლბის თეატრის სცენაზე ლეგენდარული Queen-ის შემადგენლობიდან, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი ადამ ლამბერტთან ერთად ვიხილეთ.
https://www.youtube.com/watch?v=XwbCfVEB5EM
ცალკე აღნიშვნას უდავოდ იმსახურებს ჯენიფერ ჰადსონი, რომელიც წითელ ხალიჩაზე ელი სააბის წითელი, სცენაზე კი შავი გრძელშლეიფიანი ატლასის კაბით წარდგა.
,,ოსკაროსანმა” ვარსკვლავმა საღამოზე მუსიკა დოკუმენტური ფილმიდან RBG შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=T6eb01TPiUY
შეგახსენებთ, რომ I’ll Fight, რომელიც დაჯილდოებაზე ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა, ,,ვარსკვლავის დაბადების” საუნდტრეკმა Shallow დაამარცხა.