სანამ მსოფლიო პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალი დოკუმენტური ფილმის მოლოდინშია, მეფე ჩარლზი და დედოფალი კონსორტი კამილა პარკერი-ბოულსი სამეფო ვალდებულების შესრულებას აგრძელებენ. ამჯერად მეფემ და დედოფალმა დიპლომატიურ კორპუსს ყოველწლიურ მეჯლისზე უმასპინძლეს, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების მასპინძლებს შორის იყვნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ამერიკიდან.
ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა საყვარელი დიზაინერის „ჯენი პეკჰამის“ წითელ მბზინავ კაბაში. უელსის პრინცესას სამეფო ოჯახის კუთვნილი ყვავილებით მოქარგული გვირგვინი ეკეთა და ასევე, ბროში, რომელზეც დედოფლის ფოტო იყო გამოსახული. რაც ეხება კამილას, დედოფალი კონსორტი ამჯერად „ანა ვალენტინის“ შავ კაბაში იყო გამოწყობილი და საფირონის თვლებით გაფორმებული გვირგვინი ეკეთა.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის რომანტიკული ფოტოები კულისებიდან – წყვილი სიყვარულს ასხივებს
ქეით მიდლტონი ბოსტონში „ბარბერის“ კუბოკრულ კაბასა და „ალექსანდრე მაკქუინის“ პალტოში ბრწყინავდა