პირველად კარიერის განმავლობაში, ჯენეტ ჯექსონი ლას-ვეგასის რეზიდენტის ამპლუას მოირგებს. შოუ სახელწოდებით Janet Jackson: Metamorphosis, რომელიც ამერიკელი მომღერლის მეოთხე სტუდიური ალბომის, Rhythm Nation 30 წლის იუბილეს მიეძღვნება, სტარტს 17 მაისს აიღებს.
გაირკვა, რომ 52 წლის შემსრულებლის კონცერტების სერია, რომელიც მაისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებზე გადანაწილდა, საერთო ჯამში 15 საღამოს მოიცავს. პოპის მეფის დის წარმოდგენებს Park Theater უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად Park Theater-ს სცენას ლედი გაგა თავისი საკონცერტო რეზიდენციით Lady Gaga Enigma იკავებს.