ჯემალ სეფიაშვილი ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში ქალიშვილზე, ცისანაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა ამ პროცესში ერთი შეცდომა დაუშვა, რადგან „ცისანა ადამიანში ცუდსაც რომ ხედავს, კარგად უშიფრავს…“
როგორც ცნობილი კომპოზიტორი აღნიშნავს:
„ცისანა არის საოცარი დედა. ოთხი შვილის დედობა მაშინ, როცა ქმარი არ გყავს, პატარა საქმე არ არის, ხომ? უფროსი, 27 წლის გახდება მალე, კატო 19 წლისაა, სტუდენტია უკვე, ლევანიკო – 17-ის, ნიტა – რვა წლის. ახლა ცისანა ემზადება ჩემი შემოქმედებითი საღამოსთვის, რომელიც მინდა, გავაკეთო, სხვათა შორის, მესამე წელია ვცდილობ, მაგრამ პანდემიამ ძალიან შემიშალა ხელი…“
„ცისანას არცთუ ისე შაქრიანი პერიოდები ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ კარგი, ყველაფერი დამთავრდა. ცისანა მალე ჩაწერს ახალ სიმღერებს და ისევ ისეთი ცისანა იქნება, როგორიც ხალხმა შეიყვარა…“
ცისანა სეფიაშვილის ვაჟს ახლად შემქნილი ოჯახი დაენგრა: „ძალიან განვიცდი…“
ჯემალ სეფიაშვილი: “ჩემი ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა არ მჭირდება, გენაცვალე…”