ჯეკ ნიკოლსონი დიდ ეკრანზე უკანასკნელად 2010 წელს გამოჩნდა. როგორც ჩანს, ახალ ფილმში მას ვეღარ ვიხილავთ. პიტერ ფონდას თქმით, მსახიობი კინოში მონაწილეობას აღარ გეგმავს.
პიტერმა და ჯეკმა ერთმანეთი 1969 წელს, ფილმის „მარტოხელა მგზავრი“ გადაღებებზე გაიცნეს, მას შემდეგ ისინი მეგობრობენ. „არ მინდა მის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ ის პენსიაზე გავიდა. მან საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა ამ ცხოვრებაში, ფინანსური თვალსაზრისითაც ყველაფერი კარგად აქვს“- განაცხადა ფონდამ.
თავად ვარსკვლავი აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.