LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის პერსონაჟებზე „ფორსაჟის“ ცალკე ფილმი გამოვა

18

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ფორსაჟის“ ახალი ნაწილის პრემიერა 2020 წლამდე გადაიდო, დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ კომპანია Universal ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის მონაწილეობით ცალკე ფილმს გადაიღებს და ის 2019 წელს გამოვა.

ასეთი გადაწყვეტილება „ფორსაჟი 8“-ში ამ ორი მსახიობის პერსონაჟის განსაკუთრებული პოპულარობის გამო მიიღეს. თუმცა, ასევე ცნობილი ხდება, რომ ეს იდეა დიდად არ მოეწონათ ვინ დიზელს და ფილმის სხვა ვარსკვლავებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ფილმი ეკრანებზე 2019 წლის 26 ივლისს გამოვა, ხოლო მისთვის სცენარს „ფორსაჟის“ ყველა ნაწილის სცენარისტი, კრის მორგანი დაწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები