წელს ლეგენდარული ჯეინ ფონდა „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე საპატიო მისიით გამოჩნდა. მან გამარჯვებული ფილმი დაასახელა და ცერემონიალის ბოლო მის გამოჩენას მაყურებელი ხანგრძლივი აპლოდისმენტით შეხვდა. 82 წლის მეგავარსკვლავი ბრწყინავდა „ელი სააბის“ წითელ, თვლებით მორთულ ულამაზეს კაბაში.
ირკვევა, რომ ეს კაბა ფონდას გარდერობში უკვე დიდი ხანია ინახება. ის ვარსკვლავს 6 წლის წინ, 2014 წელსაც ეცვა, ,,კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე.